აირჩიე კურსი
ხშირად დასმული შეკითხვები
რა არის Course Line?
Course Line არის უნიკალური ციფრული სასწავლო პლატფორმა, რომლის ანალოგიც არ არსებობს საქართველოს მასშტაბით. ჩვენს პლატფორმაზე არსებული კურსები დაგეხმარებათ მეტყველების, მოსმენის, წაკითხულის გააზრებასა და წერითი სტანდარტების უნარების განვითარებაში, თქვენთვის სასურველ ნებისმიერ დღესა და დროს.
რა სახის კურსები გაქვთ?
ჩვენ გთავაზობთ სხვადასხვა დონის ინგლიური ენის შემსწავლელ კურსებს, ესენია: A1 დამწყებთათვის, A2 Pre-Intermediate და B1 Intermediate, სამომავლოდ იგეგმება B2 და C1 დონის კურსების დამატება.
კურსები რომელი სასწავლო პროგრამის ბაზაზეა შექმნილი და ვინ არის ავტორი?
კურსები შექმნილია ინგლისური ენის შემსწავლელი 18 წლიანი გამოცდილების მქონე ორგანიზაციის კემბრიჯ კოლეჯის მიერ, ოქსფორდის უნივერისტეტის სასწავლო პროგრამით “Oxford Solution” 🇬🇧 😍 პროგრამა მოიცავს სრულიად ახალ ყოვლისმომცველ მოსმენის და მეტყველების სილაბუსებს, ასევე ლექსიკის ფორმულირების გაკვეთილებს , რაც გეხმარებათ განავითაროთ მოსმენის და მეტყველების ძირითად უნარები, და გაიმდიდროთ ლექსიკური მარაგი ❤️😍🇬🇧
თითოეული დონის კურსი რამდენ გაკვეთილს მოიცავს?
კურსი მოიცავს 35 თემატურად დაყოფილ გაკვეთილს და თითოეული გაკვეთილი მოიცავს მინიმუმ 10 ციფრულ სავარჯიშოს რომელიც გეხმარებათ მარტივად შეისწავლოთ თითოეულ გაკვეთილში მოცემული მასალა იქნება ეს ლექსიკა, გრამატიკა თუ მეტყველების პრაქტიკა
რას ნიშნავს ინტერაქტიური ვიდეო-გაკვეთილი?
კურსზე არსებული ინტერაქტიური ვიდეო-გაკვეთილები განსხვავებულია ჩვეულებრივი ფორმატის ვიდეო-გაკვეთილებისგან იმით, რომ თქვენ ჩართული ხართ სასწავლო პროცესში რაც გულისხმობს იმას, რომ ვიდეოს მსვლელობისას ვიდეო პაუზდება და ინტერაქტიური ტესტის ფორმატის შეკითხვები გეძლევათ კონკრეტულ მონაკვეთებთან. თქვენს მიერ გაცემული პასუხი მომენტალურად სწორდება და არასწორი პასუხის შემთხვევაში განმარტება გეძლევათ. ინტერქტიური ვიდეო-გაკვეთილებით გრამატიკული საფუძვლების შესწავლა გაძლევთ უფრო მყარ ცოდნას და გეხმარებათ საკითხის ზედმიწვნით ათვისებაში.
ვინ შემიმოწმებს სწორად ვსწავლობ თუ არა კურსზე მოცემულ მასალას?
პროგრამა ავტომატურად გისწორებთ ყველაფერს, იქნება ეს უცხო სიტყვების მნიშვნელობის შესწავლა. წარმოთქმების, მართლწერის თუ გრამატიკის საფუძვლები. თქვენ ნებისმიერი აქტივობის შესრულებისას იცით რას სწავლობთ სწორად და რა დროს უშვებთ შეცდომას.
შეძენილ კურსზე წვდომა შეზღუდული მაქვს?
კურსების შეძენა შეგიძლიათ სხვადასხვა ხანგრძლივობით, და გაქვთ ულიმიტო, ყოველდღიური წვდომა იმ პერიოდის განმავლობაში, რომლის პერიოდითაც შეიძენთ კურსს. ანუ, თუ შეიძენთ 1-თვიან პაკეტს, გექნებათ ულიმიტო წვდომა 1 თვის განმავლობაში; თუ შეიძენთ 3-თვიან პაკეტს, გექნებათ ულიმიტო წვდომა 3 თვის განმავლობაში. ეს ვრცელდება ნებისმიერ პერიოდზე, რომელსაც შეიძინებთ.
რას ნიშნავს ციფრული სავარჯიშოები?
კურსი მოიცავს თემატურად დაყოფილი გაკვეთილების მიხედვით ციფრულ სავარჯიშოებს, ციფრული სავარჯიშოები გულისხმობს სხვადასხვა აქტივობებს, რომელიც გეხმარებათ მაქსიმალურად მარტივად შეისწავლოთ გაკვეთილში მოცემული მასალა ვიდრე ეს ხდება სტანდარტული სავარჯიშოების დახმარებით. ციფრული სავარჯიშოები გეხმარებათ უცხო სიტყვების მნიშვნელობების შესწავლაში, მათი წარმოთქმების და მართლწერის დახვეწაში. კურსზე არსებული ციფრული სავარჯიშოების დახმარებით გაიმარტივებთ და სახალისოს გახდით ნებისმიერი გაკვეთილში მოცემულ სასწავლო მასალის შესწავლას.
უშუალოდ მასწავლებელი თუ არის ჩართული სასწავლო პროცესში?
მასწავლებელი ერთვება სასწავლო პროცესში იმ შემთხვევაში თუ თქვენ გამოიყენებთ ფუნქციას "დასვი შეკითხვა" რომელიც გაქვთ უშუალოდ თქვენი კურსის გვერდზე. ამ ფუნქციის დახმარებით საშუალება გეძლევათ დაუსვათ მასწავლებელს შეკითხვა ნებისმიერ გაკვეთილთან დაკავშირებით და მასწავლებელი გიპასუხებთ, როგორც თქვენი კურსის გვერდზე ასევე თქვენს ელ-ფოსტაზე. ასეთი მეთოდით თქვენთვის საინტერესო საკითხზე პასუხი მუდმივად თქვენთან რჩება და ეს გეხმარებათ ცოდნის კიდევ უფრო გამყარებაში.
მეტყველების პრაქტიკა როგორ მაქვს სწავლის პროცესში?
მეტყველების პრაქტიკა ერთ-ერთ დიდ სირთულეს წარმოადგენს ენის შესწავლისას მაშინაც კი, როდესაც უშუალოდ მასწავლებელთან ემზადებით, რომელიც ქართულ ენოვანია. ასეთ შემთხვევაში სრულყოფილი მეტყველების პრაქტიკა ნაკლებად ხდება გაკვეთილების პროცესში, რადგან როდესაც სტუდენტმა იცის, რომ მასწავლებელი ქართულ ენოვანია, თავს არიდებს სირთულეებს და დიალოგი მასწავლებელსა და სტუდენტს შორის დგება არასრულ ინგლისურ ენაზე, რაც რა თქმა უნდა აფერხებს მეტყველების უნარის განვითარებას. ჩვენ კურსები მოიცავს მეტყველების პრაქტიკას ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, რომელიც დაპროგრამებულია ჩვენს მიერ გაკვეთილების მიხედვით და მაქსიმალურ შედეგს აღწევთ შესწავლილი მასალის მეტყველებაში გამოყენებით, რადგან მას არ ესმის ქათული ენა და იძულებული ხართ ყველა შეკითხვაზე უპასუხოთ ინგლისურად.
სასწავლო დონის შერჩევა როგორ ხდება?
სასწავლო დონის შერჩევა ხდება ან თქვენი შეხედულებით თქვენივე ცოდნაზე დაფუძნებით.
კურსს რომ შევიძენ მეილზე მეგზავნება?
არა, კურსს რომ შეიძენთ გაქვთ თქვენი პროფილი ჩვენს საიტზე, სადაც ახლა იმყოფებით და თქვენი პროფილის მეშვეობით შედიხართ კურსზე სასწავლად.
როგორ ხდება კურსის შეძენა?
კურსის შეძენა შესაძლებელია როგორც ონლაინ ვებსაიტზე, ბარათით, ასევე საბანკო გადარიცხვით. თუ კურსს ბარათით შეიძენთ, იგი ავტომატურად გაგიაქტიურდებათ და თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ სწავლა. ხოლო საბანკო გადარიცხვის შემთხვევაში, კურსს გააქტიურებთ ვებ-გვერიდს ადმინისტრაცია. ამისათვის, უნდა მიმართოთ დახმარებას ჩატში, რომელიც ვებსაიტზეა განთავსებული.
სერტიფიკატი თუ გაიცემა და სად გამომადგება?
კურსის დასრულების შემდეგ შესაბამისი დონის ონლაინ გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში გაიცემა საერთაშორისო სტანდარტის იურიდიული ძალის მქონე კემბრიჯ კოლეჯის სერტიფიკატი. სერტიფიკატი მისაღებია ნებისმიერ ქვეყანაში და ნებისმიერ ორგანიზაციაში რომლის მოთხოვნაშიც ფიქსირდება ინგლისური ენის სერტიფიცირებული ცოდნა ენების ერთიანი ევროპული სარეკომენდაციოს ჩარჩოს სტანდარტით.
იმ შემთხვევაში თუ შევიძენ კურს და არ აღმოჩნდება ჩემთვის მისაღები, თანხა თუ მიბრუნდება?
კურსის შეძენიდან 24 საათის განმავლობაში თუკი მოგვმართავთ შეძენილი კურსის გაუქმების მოთხოვნით, გადახდილი თანხა სრულად აგინაზრაურდებათ მოთხოვნიდან არაუმეტეს 1 საათის განმავლობაში.
🔍 არ იცი, რომელი დონიდან დაიწყო სწავლა?
თუ არ ხართ დარწმუნებული რომელი დონიდან დაიწყოთ სწავლა, მაშინ გაიარეთ ტესტირება და შეარჩიეთ თქვენთვის შესაფერისი კურსი! 🎯
ტესტი შედგება 52 კითხვისგან, გრძელდება 1 საათი და დაგეხმარებათ განსაზღვრო თქვენი ინგლისური ენის ცოდნის დონე, ენების ერთიანი ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩოს მიხედვით.
- გრამატიკა
- ლექსიკა
- წაკითხულის გააზრება
- მოსმენილის გააზრება
ტესტირების დასრულების შემდეგ, მიიღებთ რეკომენდაციას იმ კურსზე, რომელიც ზუსტად თქვენს დონეს შეესაბამება, რაც სწავლას უფრო კომფორტულსა და პროდუქტიულს გახდის!